ჭიაბერაშვილი: ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობამ ჩვენი არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა

ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრობს.
Sputnik
„მეორე მოსმენისთვის მთავრობამ ყველა ის შენიშვნა, რაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ და რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანდა იქამდე, რომ შესაძლოა გვქონოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, უფრო სტაბილური ლარი, დაბალი ფასები, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა“, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია უკვე გადაუგზავნა. აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, ბიუჯეტში მცირე ტექნიკური ცვლილებები შევიდა. მომავალი წლის ბიუჯეტი 14 211 მილიონ ლარს შეადგენს.