შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. 
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი  — Sputnik.  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

გურჯაანში ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით,  ხანძრის შედეგად  სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა. რაც შეეხება პირველ სართულს, როგორც დაზარალებულის მეზობლები ყვებიან, ის ქვისგან იყო ნაგები და გადარჩა. 

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ.