ყვითელი ამბები

„გავქვავდი, ცრემლები მომადგა“ – ჟურნალისტს სასულიერო პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

10 ნოემბრის გადაცემაში „პოსტ ფაქტუმ“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში დეტალურად მოყვა სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური შინაარსის ქცევის ისტორია.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი სესილი ბოკერია სოციალურ ქსელში ბავშვობაში გადამხდარ ისტორიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ 14 წლის ასაკში სასულიერო პირის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

მამა მიქაელი: მისმა უწმინდესობამ დაუთმო მეუფე პეტრეს

მისი თქმით, ამ ამბავზე აქამდე საჯაროდ არ უსაუბრია. შემთხვევა კი აღდგომის ღამეს ეკლესიის ეზოში მოხდა, იმ დროს, როდესაც მეგობარს ეხუმრებოდა. ამ დროს მასთან მივიდა სასულიერო პირი და სახეში სამჯერ გაარტყა.

„გავქვავდი, ცრემლები მომადგა და ერთადერთი კითხვა რაც დავსვი ბავშვურად იყო: რატომ? ზიზღით შემომხედა და მითხრა „ქალმა კაცს ხელი არ უნდა კრას“. მერე გაბრუნდა და სანამ ეკლესიის კარში შევიდა ხმამაღლა მლანძღა.
ის ღამე ბოლო იყო, როცა ამ დღისთვის გავათენე. ბევრმა იცინა, ბევრი სიბრალულით მიყურებდა, შეპასუხება მოზრდილმაც ვერავინ შეძლო, კითხვაც არავის გასჩენია - რატომ სცემა მამაომ 14 წლის ბავშვი აღდგომის ღამეს.
დღეს იმ ეკლესიაში შვიდგზის ზეთის ცხება 2 ლარი ღირს“, – წერს ჟურნალისტი.

მრევლის ემოციური დამშვიდობება მამა პეტრესთან – ყოფილმა მღვდელმთავარმა ცრემლები ვერ შეიკავა >>>

მისი თქმით, მას მერე ღამით ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები წვერიანი კაცით, იმ ეკლესიაში კი მას მერე აღარ მისულა.

10 ნოემბრის გადაცემაში „პოსტ ფაქტუმ“ მისმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში დეტალურად მოყვა სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური შინაარსის ქცევის ისტორია, რომელიც, მისი თქმით, წლების წინ „პირტიტველი ჭაბუკობისას“ ეკლესიაში გადახდა.