საქართველოს საარჩევნო რეფორმა ჩაშლის პირასაა?

საქართველოს მმართველი პარტია თანახმაა საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეიცვალოს, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტის, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს, კენჭისყრა გადადო. 

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო

კენჭისყრის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ მოულოდნელად რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატები. სამშაბათს, როდესაც კენჭისყრა იყო დაგეგმილი, მათ ერთიმეორის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები იმაზე, რომ მაჟორიტარების არყოფნა პარლამენტში ქვეყანას დააზარალებს. მათი ძირითადი არგუმენტები იყო - სუსტი ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ალბათობა.

 „როდესაც ვსაუბრობდით  2024 წლიდან ამ სისტემაზე გადასვლაზე, მაშინ სხვა პირობები იყო - ჩვენ სერიოზულად უნდა გვეზრუნა თვითმმართველობაზე. თვითმმართველობის ორგანოები ვერ შეძლებენ ცენტრალური პროექტების შესრულებას ჩვენ გარეშე, ვინაიდან კომუნიკაციის ძირითად წყაროს მაჟორიტარები წარმოადგენენ. ისინი რომ არ იყვნენ, არაფერი არ გაკეთდებოდა“, - განაცხადა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა.

 „ქართული ოცნება“ შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დასთანხმდა თბილისში ზაფხულში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა ზეწოლის შედეგად.

 „ჩვენ დღეს ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე. ეს არის ფენომენი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტარიზმთან, პარლამენტარიზმის განვითარებასთან, პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც კანონპროექტი წარადგინა.

ამასთან, მან მმართველი პარტიის დეპუტატებს განუცხადა, რომ არჩევნების მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარების შემთხვევაშიც, ისინი 50%-ზე მეტის აღებას შეძლებენ, რაც აუცილებელია მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოსაყალიბებლად.

 „ჩვენ („ქართულ ოცნებას“ – რედ.) გვაქვს ამბიცია, მივიღოთ 50%-ზე გაცილებით მეტი. ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ასეთი შედეგი სხვადასხვა მიზეზით, ასე რომ პოლიტიკურ სტაბილურობას არაფერი დაემუქრება“, - განაცხადა კობახიძემ.

დაძაბული პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდობა საპროტესტო აქციას სახელწოდებით „არ გაბედოთ კანონის ჩაგდება“ მართავდა. 

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენა დაიწყო

 „დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ თვალს ვადევნებდით თუ როგორი სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში. დღეს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არ აპირებენ პროპორციული სისტემის ცვლილებების ასე უბრალოდ მიღებას და კიდევ ერთხელ აპირებენ ქართული საზოგადოების შეურაცხყოფას. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ეს სირცხვილია, რომ ჩვენ ვერ შევურიგდებით იმას, რასაც ისინი პარლამენტში აკეთებენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

მოქმედი კანონმდებლობით, 150 დეპუტატიდან 73-ს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, დანარჩენს კი პარტიული სიებით, ანუ არჩევნები შერეული სისტემით ტარდება.

თავიდან ამ კანონპროექტით ოპოზიციონერები მოითხოვდნენ არჩევნების 3%-იანი ბარიერის პირობებში გამართვას და რომ მასში მონაწილეობა შეძლებოდათ როგორც პარტიებს, ისე ბლოკებს.

სამშაბათს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, რომელმა პარლამენტში ოპოზიციის კანონპროექტი წარადგინა, პარტიების მხრიდან დათმობის მზადყოფნაზე განცხადება გააკეთა.

ცვლილებების მეორე ვარიანტი, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოამზადა, ითვალისწინებს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში და მხოლოდ პარტიების მონაწილეობას, ბლოკების გარეშე.