ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა: არიან დაშავებულები

ორი დაშავებული, რომელთა მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დამატებითი კვლევებისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ მოხდა, მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ, რა დროსაც ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოყირავდა.

ყვარელში ავტოავარიას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო ორი დაშავებული, რომელთა მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დამატებითი კვლევებისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.