„ეს სტატუსი რატომ იყო დაგვიანებული: მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული პროცედურა იმისთვის, რომ შესაბამისმა ორგანომ მოახდინოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება, ასევე მოახდინოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნების შეგროვება და აქედან გამომდინარე დასვას საკითხი“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.
მაია გომურის, ომარ სეხნიაშვილის და მირზა ლიპარტელიანის დაზარალებულად ცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ.