თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წამოაყენა წინადადება, მოაწყოს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების — ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები ყაზახეთში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ნაზარბაევის თქმით, ის ჯერ ზელენსკის შეხვდა, შემდეგ კი პუტინს ესაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე.
„მიმაჩნია, რომ საჭიროა მოეწყოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა“, — განაცხადა ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა „ასტანა კლუბის“ სხდომაზე.
რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება. ოფიციალური კიევი მოსკოვს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში მონაწილეობაში სდებს ბრალს. რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, უარყოფს ყველანაირ ბრალდებას და უსაფუძვლოდ მიიჩნევს მათ.