თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის პარლამენტის დეპუტატებმა უნდობლობა გამოუცხადეს ქვეყნის მთავრობას მაია სანდუს ხელმძღვანელობით, იუწყება „Sputnik–მოლდოვა“.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალისტების მიერ ინიცირებულ უნდობლობის ვოტუმს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე, 6 ნოემბერს მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, თანამდებობაზე პრეტენდენტების შერჩევით თავად პრემიერი უნდა დაკავდეს.
მაია სანდუმ უკვე გააკეთა პირველი კომენტარი უნდობლობის ვოტუმის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის რეფორმის შესახებ კანონი მაინც შევა ძალაში და სისტემაში წმენდა დაიწყება.
მისი თქმით, იმ ადამიანებთან ლაპარაკი, რომლებიც მხარს არ უჭერენ „უმთავრესს — იუსტიციის რეფორმას“, სალაპარაკო არაფერი აქვს.
„იუსტიციის რეფორმის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ სერიოზულ ცვლილებებს სხვა სფეროებში, იმიტომ რომ ფული ქურდების ჯიბეებში მოხვდება“, — განაცხადა სანდუმ.
ამ დროისათვის მოლდოვაში მიმდინარეობს მაია სანდუს მთავრობის მხარდამჭერთა მიტინგი, რომელზეც ისმის შეძახილები: „მაია სანდუ — პრემიერი!“