ლექვინაძე: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა წყალტუბოსთვის

ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბაზანის გამოსყიდვას და სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
Sputnik
„ეს არის შანსი, რომ სამედიცინო ტურიზმის კუთხით კურორტი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და ლიდერი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის პოტენციალიც არსებობს რეგიონში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ამ დროსათვის 40-ზე მეტ ქალაქშია პირდაპირი ფრენა“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნეს-ომბუდსმენის განცხადებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა წყალტუბოსთვის, რომ უახლოეს მომავალში ის იყოს იმ მოთხოვნების მატარებელი, რომელიც სჭირდება მაღალი დონის სამკურნალო კურორტს.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტიდან 11 ნოემბერს გადადგა.