იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამჯერად ღონისძებას 2 ათასი სტუმარი ესწრებოდა, მათგან 400 – სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები და უმაღლესი წრეების წარმომადგენლები.
ნარუჰიტო მონარქი 1 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა მამამ – აკიჰიტომ ტახტზე უარი თქვა ასაკის გამო. მაშინ ნარუჰიტოს სიმბოლურად გადასცეს იმპერატორის რეგალიები: კუსანაგის ხმალი, მაგატამას იასპერი, საიმპერატორო და სახელმწიფო ბეჭდები. რეგალიები ცერემონიის დროს სამეფო ტახტთან განათავსეს.