თბილისის №74 საბავშვო ბაღში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა

დედაქალაქში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში მუნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, აღნიშნულ ბაღში კი სააღმზრდელო პროცესი არ შეჩერებულა.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის №74 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ შენობაში დეზინფექცია ჩაატარა, მას შემდეგ, რაც ორ აღსაზრდელს მუნი აღმოაჩნდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

„ორი აღსაზრდელის ოჯახმა გამოიჩინა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, რამდენიმე დღის შემდეგ შეატყობინა დიაგნოზიც. შემდეგ ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა", – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

მუნის შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა.