ნიკუშა შენგელაია: ამ ოჯახში ყველა ოთახში თითო ფილმი იქმნებოდა

მხატვარი და რეჟისორი ნიკუშა შენგელაია საუბრობს საკუთარ ოჯახზე და იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა, მხატვრობაში ეცადა ბედი.
Sputnik
„ამ ოჯახში ყველა ოთახში თითო ფილმი იქმნებოდა ერთდროულად. ისე მოხდა, რომ ყველა იყო ძალიან აქტიური შემოქმედებაში. დაწყებული პაპაჩემით, ბებიაჩემით, მამაჩემი, დედაჩემი, ყველა ბიძა ყველა მხრიდან. ბევრმა არ იცის, რომ გიორგი დანელია ბიძაჩემი იყო. ერთხელ ახალ წელს მოსკოვში ვხვდებოდით და პაპაჩემმა თქვა, გამაგებინეთ, ეს ოჯახია თუ ქართული კინოო“, – ამბობს ნიკუშა შენგელაია.

მისი თქმით, მისი მხატვრობაში წასვლა მეტწილად ამანაც განაპირობა. მისი ოჯახი იმდენად იყო დაღლილი კინოინდუსტრიისგან, რომ ურჩიეს, მხატვრობაში ეცადა ბედი.