ყვითელი ამბები

ლიზა ქისტაურის მორიგი პროვოკაციული ფოტო – მსახიობმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?

ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ქისტაური მამაკაცის სასქესო ორგანოს მოშორებასაც აპირებს, მანამდე კი მკერდის ოპერაცია გაიკეთა.
Sputnik

ტრანსგენდერმა ლიზა ქისტაურმა მორიგი პროვოკაციული ფოტო Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ქისტაურმა ამჯერად ნახევრად შიშველი უკანალი „გაამარიაჟა“. ფოტოს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ტრანსგენდერის თაყვანისმცემლების მხრიდან.

ქირურგიული ოპერაციების საშუალებით ქისტაური მამაკაცის სასქესო ორგანოს მოშორებასაც აპირებს, მანამდე კი მკერდის ოპერაცია გაიკეთა.


ცოტა ხნის წინ ლიზამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, კერძოდ, მკერდი გაიდიდა.

ქისტაურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მას სწერენ, რომ ადრეც ლამაზი იყო და ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. „მაშინაც ლამაზი ვიყავი და ახლაც“, – წერს თავად ქისტაური ფოტოზე. ცოტა ხნის წინ ქისტაურმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტრუსებით პოზირებს.

21 წლის გიორგი ქისტაურმა სახელი გადაირქვა და უკვე დიდი ხანია ლიზა ქისტაური გახდა. ქისტაური რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, ანატომიურად ქალი არ არის, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს ქალის მკერდი გაიკეთოს და მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური წელიწადზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ის საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა.