გორში ნადირობისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნადირობის სეზონი: ათ დღეში უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში ნადირობის დროს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.

ამ ეტაპზე უცნობია, მამაკაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.