ზალკალიანი: ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო ღირებულებებისკენ და ცივილიზაციისკენ ნაბიჯი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik
„წლევანდელი წელი საიუბილეოა როგორც ევროპის საბჭოს, ისე საქართველოსთვის. წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს ორგანიზაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს, ხოლო საქართველო – ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. დაარსებიდან 50 წლის შემდეგ საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და დაიბრუნა საკუთარი კუთვნილი ადგილი ევროპის პოლიტიკურ რუკაზე“, – ამბობს დავით ზალკალიანი.

საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს.