ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ ბალერინის კაბა მოირგო – ნახეთ როგორ გამოიყურება დიზაინერი

მუდამ მოდური ანუკი არეშიძე ბოლო დროს მეტად სენტიმენტალური გახდა, მისი სოციალური ქსელი ბუნების ფოტოებითაა სავსე. რამდენიმე დღის წინ ანუკი თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებაზე ნამდვილი ფურორით წარდგა.
Sputnik

თბილისის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძემ დიზაინერებს შორის მეტად მაღალი შეფასება მიიღო. ქართველი წარმატებული დიზაინერი ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის დახვეწილ კაბებსა და ახლა უკვე აქსესუარებსაც ჰქმნის. ხელით შესრულებული სამოსი მილანსა და პარიზის მოდის სახლებში იგზავნება და იყიდება. ანუკის მუზა და მოტივატორი, როგორც თავად აღნიშნა, მისი ვაჟები არიან. საკუთარი ჩვენება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა, სწორედ მათთან ერთად დახურა.

აქტუალური და საინტერესო ქართველი ქალი ბევრ ადამიანს ხიბლავს, და ამაში გასაკვირი არაფერია. ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა.

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა Instagram-ის პირად გვერდზე ბალერინის კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ყველა ჩვენგანს ოცნებებში პატარა ბალერინა გვყავს. აღმოჩნდა, რომ კაბა მოდის სახლი GBV-ს მიერ შექმნილი კაბაა H&M-სთვის.