ექსპერტის მოსაზრება: მსოფლიო „დიდი აზის“ შექმნის მოწმე ხდება

მსოფლიო განვითარების ცენტრი დასავლეთიდან აღმოსავლეთში ინაცვლებს, დარწმუნებულია გერმანულ-რუსული ფორუმის სამეცნიერო დირექტორი ალექსანდრ რარი.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ექსპერტმა ალექსანდრ რარმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ X აზიურ კონფერენციაში, რომელიც უზბეკეთში ჩატარდა. ალექსანდრ რარი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო „დიდი აზიის“ შექმნის მოწმე ხდება.

„დღეს დიდ აზიაზე არა მარტო ოცნება, არამედ უკვე საუბარიც შეიძლება. შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იქმნება ის — ახალი ალიანსები, თანამშრომლობის ახალი ფორმები, სხვადასხვა ქვეყნების მიერ ორგანიზებული თავისუფალი ზონები“, — განაცხადა ალექსანდრ რარმა კონფერენციაზე „ცენტრალური აზია და ევრაზია: მრავალმხრივი თანამშრომლობა გლობალური უწესრიგობის გამოწვევების წინაშე“.

ექსპერტის მოსაზრება: მსოფლიო „დიდი აზის“ შექმნის მოწმე ხდება

სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ეგრეთ წოდებულ დიდ აზიაში შევიდა „დასავლეთიდან წამოსული“ თურქეთი, ფილიპინები და ვიეტნამი, რომლებიც „ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ აშშ-სთან თანამშრომლობაზე დებდნენ ფსონს“.

„აზიაში იქმნება ყველაზე დიდი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კი გვინახავს კაცობრიობის არსებობის ისტორიაში. ეს მთელი მსოფლიო ეკონომიკის 50%-ია. ყველა ამ ეკონომიკური პროცესის ბაზაზე შეიქმნება პოლიტიკური ინსტიტუტები და სამხედრო კავშირები, რომლებიც მომავალ მსოფლიო წესრიგს ააგებენ“, — მიაჩნია ალექსანდრ რარს.

მისი თქმით, აზია მოძებნის შეხების წერტილებს ყველაზე რთულ და განსხვავებულ სახელმწიფოებს შორის იმისთვის, რომ წესრიგი და სტაბილიზაცია დაამყაროს მსოფლიოში. 

რის შესახებ ისაუბრეს ტელეფონით პუტინმა და ერდოღანმა

„ახლა შესაძლოა მართლაც მთავრდება ევროპის ერა და შევდივართ სხვა ერაში, როდესაც აზია დაწერს კაცობრიობის ისტორიას. აიგება ახალი მსოფლიო წესრიგი სხვა წესებით. ეს არ მოხდება ისე, როგორც ამას დასავლეთი აკეთებდა, როდესაც ყველაფრის დაფუძნებას ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ბაზაზე ცდილობდა. ეს იქნება რაღაც სხვა: თითოეული ქვეყანა დიალოგით, თავისი  შესაძლებლობებისა და ტრადიციების მიხედვითა მიუერთდება რაღაც დიდს!“, — მიაჩნია ექსპერტს.

ექსპერტთა კლუბ „ვალდაის“ წევრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნები გამოდიან იზოლაციიდან და მზად არიან ინტეგრაციისთვის.

„ახლა ყველაფერი მკვეთრად იცვლება და ვფიქრობ, ეს ყველაზე ფართო თანამშრომლობისკენ მიმავალი გზაა. არ ვიცი, რით დამთავრდება ყოველივე ეს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდობიანად, ცივილურად და კომფორტულად  მიმდინარეობს“, — ხაზი გაუსვა ალექსანდრ რარმა.

სამარყანდში მიმდინარე კლუბ „ვალდაის“ X აზიურ კონფერენციაში მონაწილეობას 11 ქვეყნის 70-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი იღებს: რუსეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ჩინეთიდან, ტაჯიკეთიდან, ფილიპინებიდან, შვედეთიდან და იაპონიიდან.