ტრაგედია რუსთავი-ლილოს გზაზე: ავარიას 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალი ემსხვერპლნენ

ხუთი დაშავებული, რომელთა შორის ერთ-ერთი 10 წლის მოზარდია,  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა  სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სიკვდილი გზაზე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალნენ.

ხუთი დაშავებული, რომელთა შორის ერთ-ერთი 10 წლის მოზარდია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა  სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.