ნოე სულაბერიძე: მე ვთვლი, რომ საერთო საქმისთვის ეს მავნებელია

ნოე სულაბერიძე საუბრობს პატრიოტიზმზე, მისი გამოვლინების გზებზე, საქართველოში მის მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე, რასაც ხშირად სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
Sputnik
„გასაგებია რომ სწორება კარგ ქვეყნებზე უნდა გვქონდეს, მაგრამ დღეს ჩვენზე გაცილებით უარესი ქვეყნები არიან, სადაც ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან. ბანალურია, მაგრამ ქვეყნის მშენებლობისთვის პატარა აგური ყველამ უნდა დადოს. სხვისთვის კი არა, ეს პირველ რიგში, შენთვის უნდა დადო. არ უნდა დაელოდო იმას, რომ ვიღაც დაინახავს შენს მიერ დადებულ აგურს, მაშინ უფრო მეტი ეფექტი ექნება ყველაფერს.“- ამბობს ნოე სულაბერიძე სატელევიზიო გადაცემაში.

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ამბობს: „ხშირად ადამიანები ყველაფერს მხოლოდ დასანახად ვაკეთებთ ხოლმე. მარტივი შესამჩნევია, რომ ხშირად კეთილშობილური საქციელი მხოლოდ პოზიციონირების მიზნით ხდება, ვიდრე გულწრფელად“.