მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე  შესაბამისი ჯგუფი იმყოფებოდა. ამ დროისთვის მატარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მოძრაობას
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ექვსი წუთით ძაბვის ვარდნის გამო იყო შეფერხებული.

პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე  შესაბამისი ჯგუფი იმყოფებოდა. ამ დროისთვის მატარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მოძრაობას.