ატენის ხეობაში ხანძარია

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის კერა ლოკალიზებულია
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარაში ორსართულიანი სახლი დაიწვა: 75 კაცი უსახლკაროდ დარჩა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია.

სოფელ ბოშურის საკრებულოში მერიის წარმომადგენლის, კახა თინიკაშვილის თქმით, ცეცხლი ორ ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა.

„რთულად მისასვლელი გზაა. მეხანძრეები ადგილზე არიან და ვფიქრობთ, მალე ჩავაქრობთ. ხანძრის კერა სოფლიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია. სოფელზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. იქ ძირითადად წიწვოვანი ტყეა. ცეცხლი სავარაუდოდ გუშინ გაჩნდა, გაღვივდა და დღეს გავრცელდა“, – განაცხადა კახა თინიკაშვილმა.

ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის კერა ლოკალიზებულია.