სკანდალური კინოჩვენების პირველი სეანსი დასრულდა: ბათუმში ერთი პირი დააკავეს

თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების მეორე დღე ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც არატრადიციული სიყვარულის შესახებ ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ, ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო >>

მამაკაცი, რომელმაც კინოთეატრ „აპოლოს“ შესასვლელთან შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს, პოლიციამ დააკავა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

რაც შეეხება თბილისს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენება მიმდინარეობს ხუთ კინოთეატრში, პირველმა კინოსეანსმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამჟამად მიმდინარეობს ღამის სეანსი. ყველა კინოთეატრთან მობილიზებულია პოლიცია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, კინოჩვენება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

პარასკევს, პრემიერის დროს პოლიციამ თბილისში 25 ადამიანი დააკავა, ბათუმში - სამი. ასობით ადამიანი შეიკრიბა კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი აპროტესტებდნენ კინოჩვენებას და პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობდნენ. გარდა ამისა, სამართალდამცველები მუშაობენ იმ პირთა დადგენაზე, რომლებიც კინოთეატრებში ნაღმების თაობაზე ცრუ სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ.