ყვითელი ამბები

ნოდიკო მშობლებთან ერთად ვენეციაში მოგზაურობდა- ნახეთ როგორი დედ-მამა ყავს ვარსკვლავს

პოზიტიური და ქართველი მსმენელის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი მშობლებთან ერთად ეკრანებზე არა ერთხელ გამოჩენილა. მისი ჰიტები აქტუალობას არ კარგავს. ნოდიკოს და მისი მშობლების თბილი ურთიერთდამოკიდებულება ამ ფოტოებით იგრძნობა. ნახეთ ვის ჰგავს არტისტი
Sputnik

33 წლის შემსრულებელი მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა. მათ შორის არის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“. 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანთან ერთად თბილისში ჩატარებული შესარჩევი კონკურსის გამარჯვების შემდეგ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდა. აქ ნოდიკომ და სოფომ საკუთარი თავი ღირსეულად წარადგინეს, თუმცა სიმღერა „Waterfall”- მა მათ მე-15 ადგილი არგუნა.

ნოდიკო ხშირად მოგზაურობს. მის სიმღერებზე დაყრდნობით, ევროპული ჟღერადობა კარგად იგრძნობა და დუეტში ჩაწერილი სიმღერები დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. აღსანიშნავია, მისი და სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებული სიმღერა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელმაც ერთი წლის მანძილზე 12 მილიონი ნახვა დააგროვა.  ნოდიკოს უშუალო, პოზიტიური და ხშირად გულწრფელი ემოციები დიდ სიყვარულს იწვევს. მშობლებთან ერთად მოგზაურობისას სოციალურ ქსელში არტისტმა უამრავი თბილი ფოტო გამოაქვეყნა, როგორც მას სჩვევია. აღსანიშნავია, რომ ტატიშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთია, რომელიც სკანდალებში არ ეხვევა.

ივლისის ცხელ დღეებში  სოციალური ქსელი ნოდიკო ტატიშვილისა და მისი შეყვარებულის ფოტოებით აჭრელდა. მომღერალი პირად ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა, მიუხედავად ამისა საგულდაგულოდ შენახული სიყვარულის შესახებ ყველამ გაიგო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შემსრულებლის სიყვარული მაია ასათიანის თოქ-შოუ „პროფილის“ 23 წლის ჟურნალისტი მარიამ ბერიძე გახდა. მთელმა ქალაქმა იცის, თუ ვინ არის ნოდიკოს რჩეული, მიუხედაად ამისა, მომღერალი საყვარელ ადამიანთან ერთად ფოტოებს არ აქვეყნებს. მაგრამ, მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ათასობით მოწონება აქვს.