ყვითელი ამბები

ლიზა ყენიამ სექსუალურ კაბაში გამოწყობილმა ტატუ გამოაჩინა- ფოტოდეტალი

თანამედროვე და ხშირად გამომწვევი შემსრულებელი მოდური ჩაცმულობითა და იმიჯით განსხვავდება. თანატოლებში ლიზა ყენია დიდი აქტუალობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ახალ სტილთან ერთად მომღერალს ახალი ფსევდონიმი აქვს
Sputnik

არანაკლებ ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი უკვე ქართული ბომონდის განუყოფელი ნაწილად იქცა და შესაბამისად ყურადღებაც არ აკლია. ნიჭითა და ვოკალით გამორჩეულ ლიზას პოპულარობისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირდა. მისი უმთავრესი მიზანი მაია ჭაბუას ქალიშვილის სახელის ჩანაცვლება და საკუთარი თავის დამკვირდება გახდა. ცხადია, ახალგაზრდა მომღერალს ეს გამოუვიდა. ახლა, ლიზას ელიზაბეთ ფრისკის ფსევდონიმითაც იხსენიებენ.

არასტანტარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ აქტუალურია. მისი ჩაცმულობა, ტატუები და ფოტოსესიები ტენდენციურობითა და ტრენდულობით გამოირჩევა და გოგონას ბევრი მიმდევარი ჰყავს. მომღერალი  სითამამით გამოირჩევა. მისთვის ოქტომბრის  თვე განსაკუთრებულად ნაყოფიერი გამოდგა. ახალ პროექტსა და კლიპზე მუშაობამ გოგონა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან რასიზმის წინააღმდეგ გადაღებულ ვიდეოკლიპში რამდენიმე ინტიმური სცენა ჩართო.

საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. მის პირად ურთიერთობებს ლიზას თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ. მომღერლის გრაფიკისა და სკანდალების გამო ისინი ერთმანეთთან დიდხანს არ დარჩნენ. მასთან დაშორებამდე ლიზამ რამდენიმე ტატუ გაიკეთა. მხარზე დახატულ ტატუს გოგონა სურათებში ხშირად აჩენს. აშკარაა, რომ მომღერალს თითოეული ტატუში გრძნობები აქვს ჩაქსოვილი.