„საკუთარი თავის ერთი რომელიმე თვისება რომ გამოვყო, რთულია, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ჩვენს სპეციალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოთმინებას, რაც ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე მაქვს. ჩემი მეგობრები მეკითხებიან ხოლმე: ასე დიდხანს რას რეპეტიციობ, შენ ხომ ამდენი წელია ცეკვავო? მე კი ვპასუხობ: სწორედ ამიტომ ვცეკვავ დიდი ხანი, რომ ამდენს ვმუშაობ მეთქი. ახლა ძირითად დროს ბავშვების სწავლას და მოსწავლეებთან მუშაობას ვუთმობ“- ამბობს ნინო ანანიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
ბალერინა ნინო ანანიაშვილი გადაცემაში ამბობს: „მიყვარს სახლში ყოფნა. ეს სახლი მე და ჩემმა მეუღლემ ავაშენეთ. თავიდან დიდი არჩევანი გვქონდა თუ სად ვიცხოვრებდით და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შვილი თბილისში უნდა გაზრდილიყო“.