აჭარაში ორსართულიანი სახლი დაიწვა: 75 კაცი უსახლკაროდ დარჩა

ადგილზე მობილიზებული იყო შუახევისა და ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა სახლის და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში, სოფელ ნიგაზეულში ხანძრის შედეგად  ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქართველ დეპუტატს ავტომობილი დაეჯახა

სახლში 75 წლის მამაკაცი ცხოვრობდა. ხანდაზმული კაცი მეზობლებმა შენობიდან დროულად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო შუახევისა და ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა სახლის და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაშველების ძალისხმევის შედეგად განადგურებას გადაურჩა რამდენიმე მეტრში მდებარე სახლი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ზარალს კომისია შეისწავლის. სავარაუდოდ, ცეცხლაძეებს აჭარის მთავრობიდან 10 ათასი ლარით დაეხმარებიან.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.