სკანდალური ფილმი: თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გააპროტესტეს - ფოტო

Sputnik

საქართველოს დედაქალაქში 8 ნოემბერს დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებდნენ

კინოთეატრ „ამირანთან შეკრებილები“ ფილმის ჩვენების გაუქმებას მოითხოვდნენ. შემდეგ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა და მათმა თანამოაზრეებმა კინოში შესასვლელი გზა გადაკეტეს, მათ შორის გზის სავალი ნაწილიც და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

აქციები ასევე გაიმართა თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა კინოთეატრებთან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რით დასრულდა ეს ყველაფერი.

1 / 20
პარასკევს საღამოს კინოთეატრ „ამირანთან“ დაახლოებით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი
2 / 20
მომიტინგეთა უკმაყოფილება გამოიწვია ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელშიც არატრადიციული სიყვარულის ისტორიაა ასახული
3 / 20
საპროტესტო აქციის ინიციატორი მოძრაობა „ქართული მარში“ იყო
4 / 20
მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციაზე დასაწყისიდანვე იმყოფებოდა
5 / 20
აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები და მორწმუნეები
6 / 20
კინოთეატრის შესასვლელის დაკავებაში მომიტინგეებს ხელს პოლიცია უშლიდა, თუმცა მათ მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიკავეს
7 / 20
პოლიცია ფილმის მნახველების უსაფრთხოებაზეც ზრუნავდა. შესასვლელში განთავსებული იყო მეტალოდეტექტორი
8 / 20
სიტუაცია კინოთეატრთან უფრო და უფრო იძაბებოდა. შესასვლელს პოლიციის კორდონი იცავდა, მარშის მომხრეები კი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ
9 / 20
ოდნავ მოგვიანებით მომიტინგეებმა ლგბტ დროშა დაწვეს
10 / 20
მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევასაც ცდილობდნენ. შეტაკებების დროს დაზიანდა პოლიციის მანქანა
11 / 20
აქციის თერთმეტი მონაწილე არეულობის დროს დააკავეს
12 / 20
აქციები თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა კინოთეატრებთან გაიმართა
13 / 20
არსებული მონაცემებით, ბათუმში ასევე მოხდა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება
14 / 20
არეულობების თავიდან ასაცილებლად, კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიციის სპეცრაზმი იყო მობილიზებული
15 / 20
ყველაზე დიდი აქცია სწორედ აქ იყო
16 / 20
პოლიცია შენობაშიც მორიგეობდა. კინოში მხოლოდ ფილმის მაყურებლებსა და ჟურნალისტებს უშვებდნენ
17 / 20
კინოთეატრ „ამირანში“ პარასკევს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ორი ჩვენება გაიმართა
18 / 20
სეანსის დროს მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს
19 / 20
ფილმის პირველი სეანსის დროს მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 1000 იყო, თუმცა შემდეგ მათ დაშლა დაიწყეს
20 / 20
მეორე ჩვენების დასაწყისში კინოთეატრთან 500-მდე ადამიანი იყო, ფილმის დასასრულს კი - დაახლოებით 200. მომიტინგეთა შენობაში შეღწევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ფილმის მაყურებელთა რაოდენობა საკმაოდ ცოტა იყო. როგორც ჩანს, არეულობის ეპიცენტრში მოხვედრისგან თავის დასაცავად მაყურებლებმა კინოში წასვლა გადაიფიქრეს