თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია Atlasglobal 9 ნოემბრიდან თბილისი–სტამბულის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს, იუწყება პირველი არხი.
ინფორმაციას ადასტურებენ კომპანია TAV-Georgia-ში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს.
ინფორმაცია ფრენების გაუქმების შესახებ მიიღეს მგზავრებმაც, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები თბილისი–სტამბულის რეისზე.
არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს. კომპანია Atlasglobal-მა ფრენები გასული წლის ზაფხულშიც შეწყვიტა და ავიარეისები მიმდინარე წლის 16 ივლისს აღადგინა.
Atlasglobal – თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც რეგულარულ და ჩარტერულ სამგზავრო ავიაგადაზიდვებს ახორციელებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე შიდა რეისებს თურქეთში. ბაზირებულია სტამბულის ახალ აეროპორტში, აქვს დამატებითი ჰაბი დალამანის აეროპორტში. ეკუთვნის ETS Group-ს.