იაფი ფრენები ქუთაისიდან მარსელისკენ: Ryanair-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა

ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის, ასევე თბილისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს სთავაზობს. გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე ავიარეისები კიოლნის მიმართულებით დაემატება.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი გუშინ შეასრულა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ მხარესა და ავიაკომპანია Ryanair-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 24 ოქტომბერს მიანიჭა.

ერთით ნაკლები: Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს

ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის, ასევე თბილისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს სთავაზობს. გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე ავიარეისები კიოლნის მიმართულებით დაემატება.

სააგენტოს ცნობით, ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიის საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით ხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან კვირაში ოთხი სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

„რაინეარი" ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა. სათავო ოფისები შვეიცარიაში და ირლანდიაში აქვს. ძირითადი საექსპედიციო ბაზები დუბლინსა და ლონდონის სტენტის აეროპორტებშია. 2016 წელს „რაინეირი" ყველაზე მსხვილ ევროპულ კომპანიად დასახელდა, რომელიც მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა.