ზესტაფონში მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს

ძაღლი მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდთან ახლოს, ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა ზესტაფონში ძაღლი გადაარჩინეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ძაღლი მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდთან ახლოს, ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

„მაშველებმა ოთხფეხა მეგობარი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.