დასაქმება 1500 აშშ დოლარად – დაკავებულია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქე დაარწმუნა, რომ 1,5 ათასი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში დაეხმარებოდა. იგი მოთხოვნილი თანხის – 1,5 ათასი დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19–180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.