ყვითელი ამბები

ირაკლი მაქაცარიამ უკრაინაში ჯილდო მიიღო – ნახეთ რას წერს ქართველი სექს-სიმბოლო

ირაკლი მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიგო. 32 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცნობილ უკრაინულ შოუში – „ხოლოსტიაკში” („მარტოხელა“) ეცადა ბედი.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ირაკლი მაქაცარიამ ჟურნალ Elle-ს უკრაინული გამოცემის პრიზი მიიღო, ინფორმაციას მაქაცარია Insragram-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

ირაკლი მაქაცარიას გადასცეს ჯილდო, რომელსაც აწერია „გლამურული ქრონიკების გმირი“. ტელეწამყვანი გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის და ცერემონიის ფოტოებს აქვეყნებს.

ირაკლი მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიგო. 32 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცნობილ უკრაინულ შოუში – „ხოლოსტიაკში” („მარტოხელა“) ეცადა ბედი და ნამდვილ სექს-სიმბოლოდ იქცა.

შოუ მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული გახდა და შოუს ბოლოს მან არჩევანიც გააკეთა – მისი რჩეული ალიონა ლესიკი იყო, რომელიც ცოლადაც უნდა შეერთო. წყვილი საკმაოდ დიდ დროს ატარებდა ერთად, ირაკლის გოგონა საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი და თავისი სამშობლოც გააცნო, თუმცა ორი წლის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ირაკლიმ მაშინ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და მიზეზებზეც არ უსაუბრია, ალიონამ კი ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს. შემდეგ კი მალევე ირაკლი საქართველოში დაბრუნდა. ახლა ის „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია.