წულუკიანი: მიწის დარეგისტრირების გამო სოციალურად დაუცველებს დახმარება აღარ შეუწყდებათ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე და მასში შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს.
Sputnik
„ამ პროექტის თანახმად, საჯარო რეესტრი არა დროებით, არამედ უვადოდ გააგრძელებს ფუნქციონირებას – როგორც მიწის რეგისტრაციის დარგში ერთი ფანჯრის პრინციპის განმახორციელებელი ორგანო. უკვე უვადოდ, მოქალაქეს აღარ მოუწევს იაროს ეროვნულ არქივში, ფინანსთა სამინისტროში, ქონების სააგენტოში, აგროვოს საბუთები, როგორც ეს იყო 2016 წლამდე“, – ამბობს თეა წულუკიანი.

მინისტრის თქმით, 2021 წლის 1 იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითიც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.