ბოლივიის ოპოზიციისა და მორალესის მხარდამჭერთა შეტაკება – ფოტო

Sputnik

ბოლივიის ფაქტობრივ დედაქალაქში 5 ნოემბერს, ღამით ოპოზიციასა და პრეზიდენტის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა დასაქმების სამინისტროს შენობაზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პლაკატის გაკვრა სცადეს.

ოპოზიციამ ევო მორალესის გადადგომის მოთხოვნა ოქტომბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წამოაყენა. მაშინ სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხმების 47%-ზე მეტი მოაგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა – პარტია „სამოქალაქო საზოგადოების“ წევრმა კარლოს მესამ – 36,51%. ოპოზიციამ საარჩევნო კომისია შედეგების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა.

 

1 / 12
შეტაკება ხუთი ნოემბერს ღამით მოხდა
2 / 12
არეულობის მონაწილეები იყენებდნენ დინამიტებს, ქვებსა და ჯოხებს
3 / 12
არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა დასაქმების სამინისტროს შენობაზე პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით პლაკატის გაკვრა სცადეს
4 / 12
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლუის ფერნანდო კამაჩო აპირებდა პრეზიდენტისათვის მოთხოვნა პირადად გადაეცა
5 / 12
თუმცა მოთხოვნის გადაცემა ვერ მოხერხდა, ლუის ფერნანო კამაჩოს აეროპორტის დატოვების უფლება არ მისცეს და უკან გაამგზავრეს
6 / 12
ბოლო არჩევნებზე სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხმების 47%-ზე მეტი მოაგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა - პარტია „სამოქალაქო საზოგადოების“ წევრმა კარლოს მესამ - 36,51%
7 / 12
ბოლივიის ოპოზიციისა და მორალესის მხარდამჭერთა შეტაკება
8 / 12
სამოქალაქო პროტესტი ბოლივიაში უკვე მესამე კვირაა გრძელდება
9 / 12
დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულად სოციალისტი ევო მორალესი გამოაცხადეს
10 / 12
ხმათა 10%-იანი სხვაობის გამო, მეორე ტურის გამართვა საჭირო აღარ გახდა
11 / 12
ოპოზიციამ საარჩევნო კომისია შედეგების გაყალბებაშ დაადანაშაულა
12 / 12
ევო მორალესმა საკუთარი გამარჯვების შესახებ განცხადება გააკეთა, ოპოზიცია კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა