„ცვლილება არის მიდგომაში და პატრული ისე აღარ იქცევა, როგორც იქცეოდა მანამდე. თუმცა, ნადირობა გრძელდება. დღეში ხუთჯერ ან შვიდჯერ აჩერებენ „შმაქსის“ თითოეულ მძღოლს. ცალკე ლექტორებს ეკითხებიან რაღაცებს, ცალკე – მოსწავლეებს, რომლებიც „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობენ. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ „შმაქსი“ არის საგანმანათლებლო პროექტი. მოთხოვნები უცვლელია: შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა, გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს შმაქსისტებს, გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან, რომ „შმაქსი“ მათ მფლობელობაში გადავიდეს.