64 გრამამდე „ჰეროინი": ნარკორეალიზატორს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე აღიძრა.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობაში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმში მიმდინარე წლის 24 მაისს დააკავეს, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 64 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი", საიდანაც დაახლოებით 5 გრამი გაყიდვის მიზნით ბათუმის სხვადასხვა უბნებში ჰქონდა გადამალული, თუმცა სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკის რეალიზაციის საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობდა.