„დიაბეტის შემთხვევაში ხდება სოლბიტოლის, რომელიც გახლავთ შაქრის ალკოჰოლი, დაგროვება ბროლში, რაც იწვევს კატარაქტის განვითარებას. ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი დიაბეტური კატარაქტის. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს ტრამვულ კატარაქტას, რომელსაც აქვს უშუალოდ ვარსკვლავის ფორმა. დანარჩენი – დიაბეტური, ასაკობრივი და სხვა კატარაქტა ვიზუალურად არ განსხვავდება ერთმანეთისგან“, – ამბობს გრიგოლ ქამუშაძე.
კატარაქტა არის თვალის ბროლის შემღვრევა, რაც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას მის სრულ დაკარგვამდე. დაავადება შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.