გოცირიძე: ახალი ბიუჯეტი იმეორებს ამ ბიუჯეტის ცუდ მხარეს, ეს კვლავ გამოიწვევს ფასების ზრდას

საქართველოს პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე საუბრობს.
Sputnik
„ბიუჯეტი მთავრობიდან პირველი მოსმენის შემდეგ დაბრუნდა პარლამენტში. არაფერი სასიკეთო არ შეცვლილა. ფაქტობრივად ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც იმეორებს ამ ბიუჯეტის ცუდ მხარეს. პოპულისტური უამრავი დაპირებაა მასში ჩადებული, რომელიც კვლავ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას“, – ამბობს რომან გოცირიძე.

მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია გადაუგზავნა. აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, ბიუჯეტში მცირე ტექნიკური ცვლილებები შევიდა. მომავალი წლის ბიუჯეტი 14 211 მილიონ ლარს შეადგენს.