მსოფლიო დღეს

მძიმე შემთხვევა: დედამ ჩვილი კედელს თავით მიანარცხა

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში დგას აღრიცხვაზე. მან ბავშვს შეგნებულად მიაყენა ტრავმა თუ შემთხვევით, ამის თაობაზე არაფერია ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. დედამ 10 თვის ჩვილი კედელს თავით მიანარცხა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, წერს უკრაინული მასმედია

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდეს

შემთხვევა გუშინ მოხდა უკრაინის ქალაქ დნეპრში, ბათუმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში დგას აღრიცხვაზე. მან ბავშვს ტრავმა შეგნებულად მიაყენა თუ შემთხვევით, ამის თაობაზე არაფერია ცნობილი.

როდესაც ექიმები ადგილზე გამოცხადდნენ, ბავშვი ნორმალურად გრძნობდა თავს და გონებაზე იყო. ის საავადმყოფოში ბებიასთან ერთად გადაიყვანეს, ხოლო დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს.

ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჩვილს სრული დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობების გარდა, პატარას სხვა ტრავმა, საბედნიეროდ, არ აღმოაჩნდა და ამიტომ სტაციონარში დატოვება საჭირო არ გახდა.

სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს მომხდარის გამოძიება.