ექიმები ასახელებენ დაავადებებს, რომლებიც რეგულარული სექსით იკურნება

მედიკოსების თქმით, სქესობრივი აქტი დიდი რაოდენობით კუნთების მუშაობას ააქტიურებს, რასაც სპორტდარბაზში დამქანცველი ვარჯიშის ეფექტი აქვს.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებად ემართებათ სერიოზული დაავადებები, დაასკვნეს უილქსის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა. 

მკვლევარების თქმით, მამაკაცები, რომლებსაც კვირაში ორჯერ მაინც აქვთ სექსი, გარკვეული დოზით არიან დაცულები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ამასთან, როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, ინტიმური ცხოვრება აძლიერებს იმუნიტეტსაც — რეგულარული სექსის მქონეთა ორგანიზმი 30%-ით მეტ იმუნოგლობულინ А-ს შეიცავს. 

გარდა ამისა, ინტიმური ცხოვრება ქმედითი პროფილაქტიკაა გაციებებისა და გრიპისთვის. 

მედიკოსების თქმით, სქესობრივი აქტი დიდი რაოდენობით კუნთების მუშაობას ააქტიურებს, რასაც სპორტდარბაზში დამქანცველი ვარჯიშის ეფექტი აქვს. ეს კი დადებითად აისახება სისხლძარღვებზე და ახალი კაპილარებიც კი წარმოიქმნება. 

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ რეგულარული სექსი თირკმელკენჭოვან დაავადებასაც კი ებრძვის, ასევე ძალიან ეფექტურია შაკიკის სიმპტომების შესასუსტებლად, უძილობისა და დეპრესიების აღმოსაფხვრელად.