სოციალურ ქსელში სანერგე „გარდენია შევარდნაძეში“ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალეტის არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ქართულ ცეკვას ქსოვრელების აკომპანემენტის ფონზე ასრულებენ.
თავად მოცეკვავეთა და მუსიკოსების გარდა ვიდეოში ჩანან სტუმრები, რომლებიც საოცარი შესრულებით აღფრთოვანებული არიან. ვიდეოს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს.