მსოფლიო დღეს

თურქეთში ქურდობის ბრალდებით რვა ქართველი დააკავეს

თურქეთის სასამართლომ ქურდობისთვის დაკავებული ქართველები დამნაშავედ ცნო და ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ ანკარაში რვა ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თურქეთიდან 33 სექს-მუშაკი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

დაკავებულებს ტექნიკის მაღაზიისა და ოთხი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა ედებათ ბრალად. სავაჭრო ობიექტიდან მოპარულია ლეპტოპი, მობილური ტელეფონები, საათი და სხვა ნივთები.

ქურდობა მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

თურქეთის პოლიციამ მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. სასამართლომ უკვე განიხილა დაკავებულების საქმე და მათ ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.