თურქეთის მოქალაქე ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს სამართალდამცველები დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს ყალბი 15 000 ლირის გასაღების ფაქტს ედავებიან.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და გაასაღა 15 ათასი ყალბი თურქული ლირა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულია კიდევ 5 ათასი ყალბი თურქული ლირა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.