ყვითელი ამბები

„უახლოესი მეგობარი იყო“–ვინ არის ცნობილი მომღერალი, რომელმაც ჯამბურიას შეყვარებული წაართვა

თიკა ჯამბურიას ყოფილი შეყვარებული ზუკა ყალიჩავაა, რომელიც ადრე „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო.
Sputnik

მომღერალი თიკა ჯამბურია ჰყვება, როგორ მოექცა უახლოეს მეგობარს, მომღერალ ია ტომაშს, რომელმაც მას შეყვარებული წაართვა. თიკას თქმით, მან და მისმა მეგობრებმა მის სახლთან საღებავებით დაწერეს: „აქ ცხოვრობს ბოზი“. მომღერალმა ამ საიდუმლოს ფარდა ახადა გადაცემაში „ფარული კონვერტი“.

მომღერლის თქმით, არც მის ყოფილ შეყვარებულს და არც მის უახლოეს მეგობარს დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ იმისთვის, რომ გული ატკინეს.

„როგორ განვიცადე, იცით, ეს ამბავი?! გავითიშე... მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამზარეულოში“, – იხსენებს მომღერალი იმ მომენტს, როდესაც წყვილის ურთიერთობის შესახებ გაიგო.

თიკა ჯამბურიას ყოფილი შეყვარებული ზუკა ყალიჩავაა, რომელიც ადრე „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. რაც შეეხება ია ტომაშს, ის ამ დროისთვის გათხოვილია.

მომღერალი ია ტომაში წინა სეზონში „იმედზე“ მუსიკალურ კონკურს „იქს-ფაქტორში“ მონაწილეობდა. ეს პროექტი იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის. მომღერალს სწორედ პროექტის ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი შეყვარებულმა დემე მიქელაძემ.