ყვითელი ამბები

„პატრიარქის გავლის შემდეგ გამოსახული ჯვარი კი არა თვითმფრინავების გამონაბოლქვია“

გუშინ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სამების ტაძართან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პატრიარქის გავლის შემდეგ ცაზე ჯვარი გამოისახა.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის პოსტს, სადაც ის წერს, რომ პატრიარქმა გაიარა და ცაზე ჯვარი გამოისახა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

ჟორჟოლიანის თქმით, იმ გამოწვევების პარალელურად, რაც თანამედროვე მსოფლიოს აქვს, საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ცაზე არა თვითმფრინავების კვამლი, არამედ პატრიარქის გამო გამოსახული ჯვარია და ამის სჯერათ ადვოკატებს, ექიმებს, მასწავლებლებს. ადამიანებს, რომლებზეც ხშირად სხვა ადამიანების ბედია დამოკიდებული.

„მძიმე რეალობაა ეს, თორემ მარიამ კუბლაშვილს რომ სჯერა ასეთი „სასწაულების“, გასაგებია. მეგორებო, სინამდვილეში ეს თვითმფრინავების გამონაბოლქვია! რავი, მაინც რომ იცოდეთ“, – წერს ნანუკა ჟოროლიანი სოციალურ ქსელში.

გუშინ მარიამ კუბლაშვილმა სამების ტაძართან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პატრიარქის გავლის შემდეგ ცაზე ჯვარი გამოისახა.