მამა თეოდორე: თუ ტაძარში ქალი შარვლით შევიდა...

დეკანოზი, მამა თეოდორე (გიგნაძე) საუბრობს, თუ როგორ განიხილება მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქალის მიერ შარვლის ჩაცმა.
Sputnik
„როდესაც ადამიანი თვლის, რომ ქრისტიანობა არის აკრძალვა, ეს სიცრუეა. მთელი რიგი ტაძრებია, სადაც თუ შარვლით ქალი შევიდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემენ, უბღვერენ. ადამიანი, რომელიც შარვლით შემოვიდა, იქნებ რა გულმა გამოუწია? ეძებს არა იმას, რა ჩაიცვას, არამედ ღმერთს ეძებს ტაძარში“, – აღნიშნა მამა თეოდორემ.

დეკანოზის განმარტებით, „დამოკიდებულება არ გვაქვს სამართლიანი და ვიქეცით როგორც ამკრძალავი ბიურო“.