Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა

მოდის კვირეული მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა მოდის მგზნებარე მიმდევრებს, მრავალრიცხოვან სტუმრებს, მოდის ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და ბაიერებს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. დასრულდა დედაქალაქის ყველაზე მოდური მოვლენა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi და მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა თბილისელებსა და მრავალრიცხოვან სტუმრებს, მოდის ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და გავლენიან ბაიერებს.

ყველაზე ტრენდული კვირა თბილისში ახალი კოლექციების ჩვენებით დაასრულეს ისეთმა ცნობილმა ქართულმა ბრენდებმა, როგორიც არიან Levau Shvelidze, Blikvanger, Tako Mekvabidze, Nemsen და Bessarion.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა

MBFW-ის ფარგლებში 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებები წარმოადგინეს ასევე მოდელიერებმა Anouki Areshidze, Situatiоnist, Materiel, Aka Nanita, Tamara Kopaliani, Aleksander Akhakatsishvili, Bicholla და სხვებმა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა

მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება ბრენდ Dalood-ის დეფილე, რომლის დიზაინერმა და დამფუძნებელმა მაკა კვიციანმა თავის შოუზე ცნობილი დამწყები სომეხი მოდელი არმინე არუთუნიანი მოიწვია. მან გახსნა ჩვენება, რომლის მთავარი თემა მსოფლიოში ბულინგის პრობლემა გახდა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს, ტრადიციულად, მრავალი უცხოელი სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა

Mercedes-Benz Fashion Week – ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომელიც Mercedes-Benz-მა დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და სხვ.