16 წლის გოგონას მოტაცებისთვის სამი მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, აღნიშნული დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას მოტაცების ბრალდებით ხულოს მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

ქურდობა, ოჯახური ძალადობა და ნარკომანია: ბოლო წლებში ძალიან გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა

გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, ორ თანამზრახველთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.

დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.