კალაძე: რა გავაკეთო, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი დეტალები

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
Sputnik
„არ ვიცი, ალბათ პრეზიდენტი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. არ ვიცი, მე არც ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიცი მისი, შესაბამისად, გამიჭირდება რამის თქმა. თემას არ ვიცნობ, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი ეს დეტალები და რა ვქნა“, – ამბობს კახა კალაძე.

31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს. გიორგი მამალაძე მსჯავრდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის.