შავი მოცხარი (Ribes nigrum) ხუნწისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარეა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, შეტანილი და გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შავი მოცხარის ნაყოფი, ფოთოლი და ხანდახან – კვირტები.
შავი მოცხარის კალორიულობა და შემადგენლობა
შავი მოცხარი დაბალკალორიული პროდუქტია. ნედლი სახით 100 გრამის კალორიულობა შეადგენს 63 კკალორიას. მიუხედავად ამისა, მასში შაქრის შემცველობის გამო ჭარბწონიანები დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდონ.
შავი მოცხარი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. კენკრაში არის ვიტამინები: C, В1, В2, В6, В9, D, Е, К და К-ჯგუფის, Р, А, პექტინები, კაროტინოიდები, შაქრები, ორგანული და ფოსფორის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ფოსფორის, რკინისა და კალიუმის მარილები.
შავი მოცხარის ფოთოლში არის ფიტონციდები, მაგნიუმი, მანგანუმი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, გოგირდი, ეთერზეთი.